

22 მაისის შემდეგ საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს და პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მოთხოვნით აღარ მიმართავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტს და შესაბამისად, პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მიზნით, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შეზღუდვა ერთბაშად მოიხსნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა თავდაპირველად 21 მარტს გამოცხადდა, შემდგომ კი, მთავრობამ პრეზიდენტს და შესაბამისად პარლამენტს, ვადის გახანგრძლივების თხოვნით მიმართა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს