

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტების გაცემის მეხუთე ეტაპი დაიწყო. აღნიშნულის შესახებ Gmnews-ს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში დაუდასტურეს. როგორც ცნობილია, თითოეული საბავშვო ბაღიდან მშობლებს დაუკავშირდებიან და პროდუქტების გატანის ვადებზე ინდივიდუალურად შეუთანხმდებიან.
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 6000-მდე აღსაზრდელი სწავლობს. თითოეულ ბავშვზე გათვალისწინებული სასურსათო პაკეტის გადაცემა, წინა ეტაპების მსგავსად, იმ საბავშვო ბაღებში განხორციელდება, სადაც აღსაზრდელი ირიცხება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს