

ერთ ავტომობილში 3-ზე მეტი ადამიანის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებს შეეხება და ყველა სხვა სახის ავტომობილებზე აღარ გავრცელდება, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებისას გააკეთა.
„ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კარგად ცნობილი შეზღუდვა - ერთ ავტომობილში სამი ადამიანის რაოდენობით, გავრცელდეს მხოლოდ ტაქსებზე და ყველა სხვა საავტომობილო საშუალებებზე მოიხსნას.
ამავდროულად, ჩვენ მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას შეძლებისდაგვარად იშრომონ და შემოსავალი მიიტანონ ოჯახებში, თუმცა, არც ერთ შემთხვევაში ამას არ გავაკეთებთ იქ, სადაც შეექმნება რისკი ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს