

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ქართული წარმოების პირბადეებზე მოთხოვნა რამდენიმე ქვეყანამ დააფიქსირა, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უკრაინამ და ევროპის ქვეყნებმა.
„სიმართლე გითხრათ, გუშინ პარლამენტში დეპუტატებს რომ ვუყურებდი, ძალიან კმაყოფილი დავრჩი - ყველას ეკეთა ნაირფეროვანი, სხვადასხვა ფასონის, სხვდასხვა ნაჭრის, სხვადასხვა ფერის და რაც მთავარია, მაღალი ხარისხის, ქართული წარმოების პირბადე. ქვეყანაში, ამ დროისთვის, 20-მდე სხვადასხვა კომპანია აწარმოებს პირბადეებს და იმდენად გაჯერდა უკვე საქართველოს ბაზარი, რომ ამ დღეებში უკვე ექსპორტზეც გავიტანთ. ამერიკის შეერთებულ შტატებშია მოთხოვნა, არის ასევე, ევროპულ ქვეყნებსა და უკრაინაში ქართული წარმოების პირბადეებზე მოთხოვნა. ეს ნიშნავს იმას, რომ გასული ორი თვის განმავლობაში, იმპორტიორიდან ვიქეცით ექსპორტიორად“, - განაცხადა მინისტრმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს