

საქართველოში covid 19-ით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 783 გახდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირების 26 ახალი შემთხვევიდან 18 ბოლნისს უკავშირდება.
„დაგვემატა 26 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ახლა გვყავს 783 დადასტრებული შემთხვევა. განკურნებულებს დაემატა მხოლოდ 5, იყო 600 და 605 გახდა. მიუხედავად დადასტურებული შემთხვევების მატებისა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მაინც 77%-ზე მეტია, ჯერჯერობით უპირატესობა გვაქვს. 26 შემთხვევიდან 18 არის ბოლნისის რაიონის სოფელი მუშევანი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს