

ღია სივრცის მქონე კვების ობიექტები (ტერასა, ვერანდა, ღია რესტორანი) ფუნქციონირების განახლებას დღეიდან შეძლებენ, თუმცა, აღნიშნულ ობიექტებს გარკვეული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.
ზოგადი რეკომენდაციები ითვალისწინებს მაგიდებისა და სტუმრების განლაგების დისტანცირებას, წინასწარი დაჯავშნის სისტემის, მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლების გამოყენებას და დასუფთავების გამკაცრებულ ზომებს.
ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია. რეკომენდაცია ეხება მენიუსაც - რეკომენებულია, რომ სტუმრებს ერთჯერადი, ბეჭდური მენიუ შესთავაზონ.
რაც შეეხება რესტორნების მომსახურების სრულად აღდგენას, დახურული სივრცისთვის დადგენილი წესების დაცვის საფუძველზე, 8 ივნისიდან იგეგმება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს