

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 796 გახდა, - აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებ.გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
ვებ.გვერდის ცნობით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გასული 24 საათის განმავლობაში 10-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 634 შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 2508 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 300 - პირი.
საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს