

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 75 წლის მამაკაცი, რომელიც სოფელ მუშევანიდან იყო, ახლახანს გარდაიცვალა.
მამაკაცს მკურნალობა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უტარდებოდა. კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, პაციენტს აღენიშნებოდა უმძიმესი გართულებები - სეპტიური შოკი, ფილტვის ემბოლია, ასევე, ინსულტი და იმის მიუხედავად, აღნიშნულ პაციენტთან ბოლო ტესტირების პასუხი უარყოფითი იყო, მძიმე შედეგი მაინც დადგა.
მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებგვერდის, stopcov.ge-ს ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 796-ს შეადგენს. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელდა 634 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2424 პირი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 304 პაციენტი.
გარდაცვლილია 13 ინფიცირებული.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს