

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეში ახალი სკოლა აშენდება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 90 მოსწავლეზე გათვლილი საბაზო სკოლის (9 კლასიანი) მშენებლობის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ სკოლის შენობის დეტალური პროექტის მომზადება და სამშენებლო სამუშაოების შესრულება თერთმეტ თვეში უნდა უზრუნველყოს.
თანამედროვე სტანდარტების მქონე საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობის
სავარაუდო ღირებულება 1 905 230 ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში, სასწავლო პროცესი თითქმის ორი წელია შეწყვეტილია და მოსწავლეები განათლებას მეზობელი სოფლის სკოლებში იღებენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს