

საქართველოს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ საბავშვო ბაღებიდან, სადაც აღსაზრდელების ერთ სივრცეში თავმოყრა ხდება, შესაძლოა, ბავშვები ოჯახში ინფექციის მიტანის წყარო გახდნენ.
„ვინაიდან, ერთ სივრცეში ხდება კონცენტრაცია, ბავშვები შესაძლოა გახდნენ სხვადასხვა ოჯახებში ინფექციის მიტანის საფუძველი. ამიტომ სექტემბრამდე ასეთი ტიპის ობიექტების გახსნაზე საუბარი ნაადრევია. ამიტომ უნდა დაველოდოთ ეპიდსიტუცაიას”, - განაცხადა მედიასთან შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს