

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის მეურნეობაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა მუშა პროცესი დაათვალიერა და ადგილობრივებსაც გაესაუბრა.
ვარიანის მეურნეობაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტი ჭაბურღილის რეაბილიტაციას, საქლორატოროს, სადაწნეო კოშკისა და მაგისტრალის მოწყობას ითვალისწინებს. აღნიშნული სისტემის მაგისტრალი ჭაბურღილს რეზერვუართან დააკავშირებს, რეზერვუარი კი, არსებულ ქსელთან დაერთდება. პროექტის ღირებულება 234 234 ლარს შეადგენს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე ვარიანის მეურნეობაში მცხოვრებ მოსახლეობას გაუმართავი წყალმომარაგების სისტემა ემსახურება, რომელიც 120 ოჯახის სასმელი წყლით სრულყოფილად მომარაგებას ვერ უზრუნველყოფს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს