

2020 წლის 15 ივნისიდან ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი პაციენტების მირებას განაახლებს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაწესებულების ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ჰოსპიტალში შესვლამდე ყველა პირს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი, შიდა პერიმეტრზე კი, პაციენტები ვალდებულნი არიან დაიცვან სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადეები“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში.
შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 28 თებერვლიდან საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო სივრცე ფუნქციონირებდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს