გორის მუნციპალიტეტის საკრებულოში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ გენო პეტრიაშვილს და მის მწვრთნელს, ნუგზარ სხირელს შეხვედრა მოუწყვეს.
საკრებულოს წევრებმა მიულოცეს სახელოვან გორელ ფალავანს და მის მწვრთნელს მორიგი დიდი აღიარება და სამომავლოდაც წარმატებები უსურვეს. საკრებულოს თავმჯდომარემ საპატიო სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
შეგახსენებთ, რომ გენო პეტრიაშვილმა ცოტა ხნის წინ ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში მორიგი ოქროს მედალი მოიპოვა. პირველად ის მსოფლიოს ჩემპიონი 2017 წელს პარიზში გახდა, მას შემდეგ ზედიზედ მესამე წელიწადია გენო ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონით კატეგორიაში საუკეთესოს წოდებას არ თმობს.
27 მარტს, გორში, 19 საათამდე ნავარაუდევია ღრუბლიანობა და ნალექი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +12 გრადუსს მიაღწევს.
ტურნირის საუკეთესო მორაგბედ გორელი საბა ზუბაშვილი დასახელდა, რომელმაც შეჯიბრების განმავლობაში ყველაზე მეტი ლელოს გატანა შეძლო.
გორის მერიის სოციალური პროგრამა დაუნის სინდრომის მქონე პირებს სხვადასხვა სახის სამედიცინო-სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს.
გიორგი ამილახვარი ამ დრომდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.