

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 2-ით გაიზარდა და ამჟამად, 895-ს შეადგენს, - აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
ვებ.გვერდის ცნობით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას კიდევ ორი პაციენტი დაემატა და საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსისგან 741 ადამიანი განიკურნა.
კარანტინის რეჟიმშია 2855 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 264 მოქალაქე რჩება. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს