

ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორში გამწვანებითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში ამბობენ, შესაბამის სამუშაოებს ქალაქის მასშტაბით, რამდენიმე ლოკაციაზე ახორციელებენ
„სხვადასხვა სახეობის მცენარე ქალაქის მასშტაბით ირგვება. სკვერებისა და პარკების გასამწვანებლად შეირჩა სეზონურად მოყვავილე, ერთწლოვანი ყვავილები: ბეგონია, პეტუნია, ტაგეტესი (ბარხატი). ქალაქის ცენტრში, ფოსტის მიმდებარედ განლაგებულ დეკორატიულ ქოთნებში კი, დაირგო მარადმწვანე ემონიუსი და
მრავალწლოვანი ხეების ძირში, ნიადაგი დაიფარა წითელი მულჩით“, - აცხადებენ
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში.
შეგახსენებთ, Covid 19-ის გავრცელების გამო ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, კეთილმოწყობის სააგენტო შეუფერხებლად აწარმოებდა ყველა საჭირო სეზონურ სამუშაოს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს