

კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, თარხნიშვილის ქუჩაზე „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში სკვერი მოეწყო.
დასრულებული სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სკვერში მოეწყო საფეხმავლო ბილიკი და გარეგანათების სისტემები, ასევე, განთავსდა საბავშვო ატრაქციონები და დამონტაჟდა დეკორატიული სკამები.
ცნობისთვის, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2020 წელს გორის მუნიციპალიტეტის თითოეული ადმინისტრაციული ერთეულისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყო. კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე კი, მოქალაქეთა გადაწყვეტილებით ორი სკვერი მოეწყო - თარხნიშვილისა და გორგასლის ქუჩებზე.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს