

მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ.გვერდის - stopcov.ge-ს ცნობით, საქართველოში კორონავირუსისგან 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი დაინფიცირდა.
როგორც ცნობილია, ინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია და გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყნის შიგნით დაავადების გადაცემა არ მომხდარა.
საერთო ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 771-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ინფიცირებულთა რიცხვს, დღეის მონაცემებით 914-ია.
კარანტინის რეჟიმშია 2744 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 258 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი