

გორში სახალხო დღესასწაული ,,გორის დღე 2019“ მიმდინარეობს. გორელების გარდა, დღესასწაულს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ქალაქში მოწვეული სხვა სტუმრები ესწრებიან. მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა სურვილი გამოთქვა, რომ გორის დღესასწაული საქართველოს ერთიანობის და ძლიერების სიმბოლოდ იქცეს.
,,მინდა, მივულოცო ყველა გორელს და მთელ საქართველოს გორის დღესასწაული,ულამაზესი ქვეყანა გვაქვს, თუმცა, შიდა ქართლი მართლაც განსაკუთრებულია, გორი კი, შიდა ქართლის გულია. როცა შიდა ქართლი ძლიერია, საქართველოც ძლიერია და მინდა, რომ ეს დღესასწაული საქართველოს ძლიერების სიმბოლოდ იქცეს. დადგება დრო, რომ აღარ იქნება ის მავთუილხლართები, რომელიც ამ რეგიონის პერიმეტრზეა და საქართველო ისევ იქნება ძლიერი, ერთიანი და მთლიანი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა გორის სახალხო დღესასწაულზე სტუმრობისას.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს