

გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში, დღეს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) აბიტურიენტებისთვის პარაკლისი აღავლინა და ახალგაზრდები დალოცა.
მიტროპოლიტმა აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარება, ასევე, ცხოვრების ახალ ეტაპზე ღვთის წყლობა და მფარველობა უსურვა.
ღვთისმსახურების შემდეგ, მეუფე ახალგაზრდებს ტაძრის ეზოში გაესაუბრა, სადაც წინასაგამოცდო მღელვარებისგან თავის შეკავებისა და ღმერთის იმედად ყოფნისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტების დალოცვის ცერემონიის ჩატარების ინიციატივა გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას ეკუთვნის და ბოლო რამდენიმე წელია, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ყოველწლიურად იმართება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს