

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 928 გახდა.
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 3-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 794-ს მიაღწია.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 229 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს