

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლობის მსურველთათვის საგამოცდო გრაფიკი გამოაქვეყნა.
GMnews-ის ინფორმაციით, მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ.
ბარათის ამოსაბეჭდად გამოცდებში მონაწილე უნდა შევიდეს პირად სარეგისტრაციო სივრცეში ვებგვერდზე: ONLINE. NAEC. GE და დააჭიროს ბმულს „დაბეჭდე შენი საგამოცდო ბარათი“.
საგამოცდო ბარათზე მითითებულია მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე, საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო და ასევე, ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა აპლიკანტმა.
როგორც საგამოცდო ცენტრში განმარტავენ, ზემოხსენებული ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში და მისი ამობეჭდვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს გამოცდების დასრულებამდე.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს