სადგურის დასახლებაში, სარკინიგზო ლიანდაგის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
გორში, რკინიგზის სადგურის დასახლების ტერიტორიაზე, მტკვარზე გადასასვლელ საავტომობილო ხიდთან ახლოს გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი ლიანდაგის მიმდებარედ ბალახს და ბუჩქნარს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ხანძრის ჩაქრობა უმოკლეს დროში მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდა და არსებული სანქციები გაიზარდა.
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში, გორსა და ყარაღანდას შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი.