

ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე კიდევ 10 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია.
კოვიდინფიცირებული სამხედროები საქართველოში სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავის დღეს დილით ჩამოიყვანეს და გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.
გორის სამხედრო ჰოსპიტალის სტაციონარში მკურნალობა უტარდება ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე კიდევ 28 სამხედრო მოსამსახურეს. აღნიშნული პირები ავღანეთიდან საქათველოში როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, 10 ივლისს ჩამოიყვანეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, 8 პირი კი უკვე გამოჯანმრთელდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს