

არაშენდის მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირი უკვე მიეწოდება. GMnews-ის ინფორმაციით, სოფლის გაზიფიცირება ეტაპობრივად ხორციელდება და ორ თვეში დასრულდება. მიმდინარე სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრთან გიორგი თოთლაძესთან ერთად მოინახულა და კოპაძეების ოჯახში, სიმბოლურად, გაზქურა აანთო.
ცნობისთვის, არაშენდაში გაზიფიცირების სამუშაოები 2019 წელს დაიწყო. ამ დრომდე, ბუნებრივი აირი სოფელს არასოდეს ჰქონია. ვარიანის თემში მერის წარმომადგენლის პაატა კოკაურის თქმით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მთლიანად განხორციელდა სოფლის დაქსელვა და კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზი“ მოსახლეობის მხრიდან მიმართვის საფუძველზე ინდივიდუალური გამრიცხველიანებას შეუფერხებლად მოახდენს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს