

კოვიდ 19-ის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში და ინფიცირებულთა რიცხვი 1085-მდე გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი. მთლიანობაში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 911 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდზე - stopcov.ge განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმში 5 936 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 268 ადამიანი.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს