

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში, შიდა სახელმწიფოებრივი გზის მორიგი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო.
ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის გზის 12,4 კილომეტრიანი მონაკვეთი ხიდისთავიდან იწყება და აღნიშნული გზის იმ 10 კილომეტრიან მონაკვეთს უერთდება, რომლის რეაბილიტაციაც უკვე განხორციელდა.
GMnews-ის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებისთვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 11 949 999 ლარს დახარჯავს.
სამუშაოების წარმოება საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანიამ უკვე დაიწყო და როგორც ცნობილია, პროექტი 20 თვეში უნდა ჩაბარდეს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს