

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი 20 შშმ ვეტერანი ზღვისპირა კურორტ ურეკში გაემგზავრა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვეტერანთა დასვენება-რეაბილიტაციის პროგრამა 10 დღიან კურსს მოიცავს და გორის მერიისა და და სსიპ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის თანადაფინანსებით ხორციელდება. GMnews-ის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში სრულად იფარება მგზავრობის, განთავსებისა და რეაბილიტაციის კურსის თანხები.
ვეტერანები გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, მერის მოადგილემ პაატა ივანიშვილმა და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ჩიხრაძემ გააცილეს.
ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერია მესამე წელია 8 000 ლარით აფინანსებს შშმ ვეტერანთა დასვენება-რეაბილიტაციის კურსებს საზღვაო კურორტებზე.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს