

სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში აღნიშნულ პოსტზე მუშაობის ორი წლის შედეგების პრეზენტაციას უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ეზოში, ღია სივრცეში მართავს.
პრეზენტაციას ესწრებიან სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები, იმ სააგენტოებისა და ფონდების ხელმძღვანელები, რომელთა ფინანსური მხარდაჭერითაც რეგიონში არაერთი პროექტი ხორციელდება.
სახელმწიფო რწმუნებულის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას, ასევე, ესწრებიან შიდა ქართლში მოქმედი ეპარქიების მმართველები, ბიზნესსექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს