

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობას დღეიდან სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი ასრულებს. გულედანი რწმუნებულის მოადგილის პოზიციაზე 2017 წლიდან მუშაობს. გუბერნატორის მოვალეობის შესრულება კი, მას შემდეგ დაეკისრა, რაც გიგი ხოჯევანიშვილმა პოსტის დატოვების შესახებ განცხადება ოფიციალურად გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ხოჯევანიშვილი, რომელიც რეგიონს ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მმართველი გუნდის მიერ გორისა და კასპის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად დასახელდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს