

კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1225-მდე გაიზარდა.
მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის - stopcov.ge-ს ინფორმაციით, 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 1000 გახდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7068 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 250 პირი.
კორონავირუსული ინფექციით საქართველოში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს