

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთლიანობაში, ქვეყანაში, კოვიდინფიცირების 1336 ფაქტია გამოვლენილი, აქედან, 1088 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ. გვერდის - stopcov.ge-ს ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597 პირი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 249 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს