

პროექტი, რომლის ღირებულებაც 279 998 ლარს შეადგენს, ქართლის ქუჩის 299 მეტრიანი მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
„პროექტის მიხედვით, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად, რეაბილიტირდება ტროტუარები, ქუჩის მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. მოეწყობა ბორდიურები და საგზაო ნიშნები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქუჩაზე გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო იქნება”, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ერასტი ელიჯარაშვილმა.
ქართლის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ნოემბერშია ნავარაუდევი.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს