
გორიჯვრის ტაძრამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც GMnews-მა გაარკვია, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია იმ მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია, რომელიც გორიჯვრის ბეტონის საავტომობილო გზას წმინდა გიორგის ეკლესიასთან აკავშირებს.
ცენტრალური გზიდან ტაძრამდე მისასვლელ საფეხმავლო ბილიკზე ბეტონის საფარის მოეწყობის სამუშაოები უკვე დაწყებულია, ასევე, დაგეგმილია მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება. პროექტით გათვალისწინებულია ლითონის ჯებირებით გზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს არსებული სივრცის გამიჯვნა და იმ ტერიტორიის მოწესრიგება, სადაც ძველი სასაფლაოს ნაწილია განთავსებული.
(იხილეთ GMnews-ის ფოტორეპორტაჟი გორიჯვრიდან)
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს