

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტში რიგითი შემადგენლობა ოფიცერი ხდება.
340 მეხანძრეს, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, ოფიცრის პირველადი წოდება - უმცროსი ლეიტენანტი მიენიჭა. ასევე, 3000-მდე მეხანძრე-მაშველი, ვინც პოლიციის აკადემიაში სპეც კურსს გაივლის, საშუალება ექნება ოფიცერი გახდეს.
ეს გადაწყვეტილება თანამშრომლებს მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თემურ მღებრიშვილმა და მისმა პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა გააცნეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 2020 წელს უკვე განხორციელებულ სიახლეებზე და პირად შემადგენლობას სამომავლო გეგმებიც გააცნეს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მეხანძრე -მაშველებმა ახალი სამხრეები მინისტრის მოადგილისგან მიიღეს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს