

მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ გვერდის - stopcov.ge-ს ინფორმაციით, საქართველოში კოვიდ 19-ის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მთლიანობაში, საქართველოში, დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 1487 შემთხვევა, აქედან 1240 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმში რჩება 5524 პირი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 221 ადამიანი.
კორონავირუსის შედეგად საქართველოში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს