

პრემიერის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. აღნიშნულ სხდომაზე განიხილება კოვიდ 19-ის შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელიც. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო და დაწესდება თუ არა დამატებითი შეზღუდვები, სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, კოვიდ 19-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოში ბოლო 24 საათში. ჩატარებული ტესტირებების საფუძველზე, 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს