

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კოვიდ 19-ის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში. გამოჯანმრთელებულებულთა რიცხვი კი 5-ით გაიზარდა.
ამ დროისთვის, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 1684, საიდანაც გამოჯანმრთელებულია 1315 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 299 პირია.
შეგახსენებთ, კორონავირუსული ინფექციის შედეგად საქართველოში 19 ადამიანი გარდაიცვალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს