

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ 19-ის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1729 გახდა. გამოჯანმრთელებულებულთა რიცხვი კი 6 ერთეულით გაიზარდა. მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულია 1321 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 390 პირია.
შეგახსენებთ, კორონავირუსული ინფექციის შედეგად საქართველოში 19 ადამიანი გარდაიცვალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს