

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც კოვიდინფიცირების 25 ფაქტი აჭარაში დადასტურდა, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 4-ით გაიზარდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ჩატარებული 2700 PCR ტესტიდან 25 შემთხვევა დადასტურდა.
მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა საქართველოში1773 გახდა. ინფიცირების აღნიშნული შემთხვევებიდან გამოჯანმრთელდა 1325-ს პაციენტი.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 390 პირი.
შეგახსენებთ, კორონავირუსის შედეგად საქართველოში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს