

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ. გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა საქართველოში 1917 გახდა. 20 ერთეულით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და 1354 გახდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 390 პირი.
შეგახსენებთ, კორონავირუსის შედეგად საქართველოში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს