

გორის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 130-ზე მეტი ნიმუშიდან კოვიდ-19 რვა ადამიანს დაუდასტურდა.
რვავე ინფიცირებული, რამდენიმე დღის წინ, გორში, ერთ-ერთ რესტორანში გამართული ქორწილის კონტაქტებია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის ეკა ქორჩაშვილის განცხადებით, აღნიშნული პირები იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში და ამჟამად მიმდინარეობს მათი გადაყვანა კოვიდ-კლინიკებში. ქორჩაშვილის ინფორმაციითვე, გრძელდება დამატებითი ეპიდკვლევები და ნიმუშების აღება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გორის ერთ-ერთ რესტორანში გამართულ ქორწილში სტუმრადმყოფ ორ პირს და სიძეს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს