

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
stop.cov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3119 გახდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვია - 1435.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 836 პირი.
შეგახსენებთ, კორონავირუსის შედეგად საქართველოში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს