

ქალაქის იერსახის გაუმჯობესებისა და გამწვანების მიზნით, გორის ქუჩებში დეკორატიული მცენარეები დაირგვება.
ვერცხლისფერი ნაძვის, დასავლური ტუიის, ბზისა და ძახველის 45 ნერგი გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა გოგებაშვილის ქუჩაზე, მდინარე მეჯუდის სანაპიროზე მოწყობილ სკვერში უკვე დარგეს.
სამუშაო პროცესს გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილიც ესწრებოდა.
„გორის ქუჩები სულ მალე ახალი დეკორატიული მცენარეებით დამშვენდება. გამწვანების სამუშოები, გორში, მთელი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება. მიმდინარე პროცესის დასრულების შემდეგ კი, ქალაქის გაზონებსა და სკვერებს, ჯამში, 221 ახალი დეკორატიული მცენარე - ვერცხლისფერი ნაძვი, კედარი, დასავლური ტუია, ბზა და ძახველი შეემატება,“- აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს