

საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ.გვერდი - stopcov.ge - ავრცელებს. ვებ.გვერდის ცნობით, ამ დროისთვის, ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 4140-ს შეადგენს.
stopcov.ge-ს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 69 ადამიანი გამოჯანმრთელდა და დღეის მდგომარეობით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1643-ია.
კარანტინის რეჟიმშია 5390 მოქალაქე, სტაციონარში, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ კი 640 პაციენტი იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს