

საბავშვო ბაღებში სწავლა 12 ოქტომბერს განახლდება, - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ განაცხადა.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის 19 ოქტომბრიდან სწავლა აუდიტორიებში განახლდება.
რაც შეეხება სკოლის მოსწავლეებს, მინისტრის ინფორმაციით, 1-ლიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები, 1-ლი ოქტომბრიდან სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ, მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის კი, სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
ამასთან, მიხეილ ჩხენკელის თქმით, თუ მოსწავლეების მშობლები გადაწყვეტენ, რომ მათ ურჩევნიათ ბავშვებმა სასწავლო პროცესი დისტანციურად გააგრძელონ, ეს სრულად უზრუნველყოფილი იქნება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს