

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19 საქართველოში კიდევ 314 პირს დაუდასტურდა. მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ.გვერდის, stopcov.ge-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 5866-ს შეადგენს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 270 პაციენტი და მთლიანობაში, მათი რაოდენობა 2324 გახდა.
კარატინის რეჟიმში იმყოფება 5637 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 836 პირი.
ქვეყანაში, კორონავირუსის დიაგნოზით 33 პაციენტი გარდაიცვალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს