

დიდი ქვეყნები ვერ იამაყებენ 21 მსოფლიო ჩემპიონით, 4 ოლიმპიური ჩემპიონით და 30-ზე მეტი ევროპის ჩემპიონით - ასე მიმართა გიორგი გახარიამ კულტურისა და დასვენების პარკ „ახალბაღში“ მიმდინარე შეხვედრისას გორელ სპორტსმენებს.
„თქვენ ამ ქვეყნის სახელს ქმნით, თან ამ საკმაოდ მწვავე პრობლემების წინ მდგარ რეგიონში, საოკუპაციო ხაზთან. ისიც მესმის, რომ ეს დამატებით ემოციას და დამატებით ჟინს გაძლევთ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის მეტი იშრომოთ და იბრძოლოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის ღირსება, ის გულწრფელობა, რომლითაც თქვენს რეგიონს და ხალხს ემსახურებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებისგან სფეროში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათი მხრიდან გამოთქმულ ინიციატივებს გაეცნო.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს