

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12 841-მდე გაიზარდა.
მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 9 პირი და კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 102 გახდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, კორონავირუსისგან კიდევ 329 პაციენტი განიკურნა. მთლიანობაში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელებულია 6867 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 მოქალაქე, სტაციონარულ მეთვალყურეობას გადის 836 მოქალაქე. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 1393 პირი.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს