

ყველა საჯარო და კერძო სამსახურს ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო კერძო და საჯარო ორგანიზაციების პასუხისმგებლობის შესახებ, მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე უნდა გადავიდეთ ყველა, რა თქმა უნდა, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ეს არის რეკომენდაცია. ამასთან, ყველა კომერციულმა ორგანიზაციამ, საწარმოებმა, რომლებსაც ყოველთვის ხელს ვუწყობდით, რომ მათი საქმიანობა არ შეჩერებულიყო, ეს პასუხისმგებლობა უნდა გაითავისონ, სერიოზულად უნდა მოეპყრონ თანამშრომლებს და აღჭურვონ ვირუსის საწინააღმდეგო აუცილებელი ინვენტარით, პირბადით თუ სადეზინფექციო საშუალებებით, რათა მოქალაქეებმა დაიცვან თავი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს