

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 887 შემთხვევიდან, 12 შიდა ქართლში დაფიქსირდა.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული საავადმყოფოს ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 342 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, ინფიცირების 277 ახალი ფაქტია თბილისში, იმერეთში -198, სამეგრელო ზემო სვანეთში - 22, გურიაში -11, შიდა ქართლში -12, ქვემო ქართლი - 3, მცხეთა-მთიანეთში -10, კახეთში - 7, სამცხე-ჯავახეთში - 3, რაჭა - ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 2.
ენდელაძის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კრიტკულად მძიმე 70-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს